ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების მორიგი კომპანია COVID 19-თან დაკავშირებით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში

ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების მორიგი კომპანია COVID 19-თან დაკავშირებით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში

  • 2020-12-10 11:33:04

ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების მორიგი კამპანია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშიც დაიწყო. მერმა - ანი მოსოიანმა საორგანიზაციო განყოფილების თანამშრომლებისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად ეთნიკურ უმცირესობებს საინფორმაციო ბროშურები დაურიგა.
ბროშურები სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარებით, ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენებზე მომზადდა, სადაც საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებები და კოვიდ 19-ის პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციებია ასახული. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების კამპანია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში ხორციელდება.

მსგავსი პოსტები