ტყიბულში, ახალი მე-4 საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. ახალი შენობა ყოფილი მე-4 ბაღის ტერიტორიაზე აშენდა.
50 ბავშვზე გათვლილი ორსართულიანი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობისათვის, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 739 200 ლარი გამოიყო. შენობა და მიმდებარე ტერიტორია ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
პროექტის ფარგლებში, განხორციელდა ეზოს კეთილმოწყობაც, გარე ფასადის შეღებვა, გათბობის სისტემის მონტაჟი და შიდა სივრცის რემონტი. ამჟამად მიმდინარეობს ბაღის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტს წელს კიდევ ორი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება შეემატა. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, ასევე განხორციელდა ქალაქის N2 და სოფელ გელათის საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.