ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი გაეცნენ.
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აქტიურად ვახორციელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას. ეხლა ვიმყოფებით ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც ასფალტის საფართან ერთად ტროტუარები, ბორდიურები და სანიაღვრე სისტემა ეწყობა. მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტში ისეთ ქუჩებზე კეთდება გზა, სადაც წლებია აღნიშნული პრობლემა არსებობს. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
ზუგდიდის დეპუტატის ინფორმაციით, ზუგდიდში, მიუხედავად პანდემიისა, აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
„მიუხედავად პანდემიისა, ზუგდიდში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად გრძელდება. კარგია, რომ ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენს თანაქალაქელებს, ჩვენი მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს უფრო მეტი კომფორტი შევუქმნათ. ჩვენ გავაგრძელებთ მომავალ წელსაც ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით მუშობას და პროექტების განხორციელებას. ჩვენს მთავარ ამოცანას წარმოადგენს, რომ ზუგდიდელებისთვის ჩვენი ქალაქი გავხადოთ რაც შეიძლება კომფორტული და ჩვენი სტუმრებისთვის მიმზიდველი“-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ზუგდიდში სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები, გაკეთდება მიერთებები, მოეწყობა ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები;
საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ ერთეულებშიც.
ჯიხაშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში რეაბილიტირდება სასაფლაომდე მისასვლელი გზა.
შამგონაში ნაფატუს უბანში მისასვლელი გზა.
ანაკლიაში, დგებუაძის ქუჩის საავტომობილო გზის მონაკვეთი.
ნარაზენი-შამადელას დამაკავშირებელი საავტომობილო გზა.
ხეცერაში, იონა მეუნარგიას ქუჩაზე საავტომობილო გზა.
ალერტკარში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზღვრამდე საავტომობილო გზა.
ყულიშკარში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიამდე მისასვლელი გზა.