ხანდები - ბაზალეთის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება

ხანდები - ბაზალეთის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება

  • 2020-12-11 16:17:05

ხარაგაულის შემოვლითი გზის ნაწილის, ხანდები -ბაზალეთის გზის მონაკვეთზე, ბეტონის საფარი მოეწყობა. შეთანხმებას მუნიციპალური განვითარების ფონდსა და შპს ,,კავკას-როუდ-პროჯექტს” შორის დღეს მოეწერა ხელი.

პროექტის ფარგლებში 20 სმ სისქის და 5მ სიგანის ბეტონის საფარი გაკეთდება. გზის მონაკვეთზე, რომლის რეაბილიტაციის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი იქნება, სამუშაოები იანვარში დაიწყება.

კობა ლურსმანაშვილი: ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და სასიხარულოა,რომ მოსახლეობა ,რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა ამ პროექტის დაწყებას,მალე რეალურად შეძლებს მობეტონებული გზით ისარგებლოს . ხარაგაულისთვის უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული გზა, რომელიც განტვირთავს ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩას . მრავალხნიანმა მოლაპარაკებამ მუნიციპალური განვითარების ფონდთან , რომელიც ღორეშა - სარგვეში- ბაზალეთის გზის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს შედეგი გამოიღო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მ.გ.ფ -ის ხელმძღვანელობას და პირადად გიორგი შენგელიას აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის. ეს არის გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, მეორე ეტაპისთვის , რომელიც ბაზალეთის გადასახვევიდან ბაზრის ტერიტორიამდე მონაკვეთის რეაბილიტაციას გულისხმობს ფინანსური რესურსების მოსაძიებლად უკვე ვმუშაობთ. გზის პირველი ეტაპის განხორციელებას ,მეორე ეტაპის დაწყება მოჰყვება.

მსგავსი პოსტები