დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ,18 საბავშვო ბაღის 684 აღსაზრდელს ერთი თვის მარაგი საკვები პროდუქტი გადასცა. სურსათის დარიგება საბავშვო ბაღებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა. ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი თანამშრომლებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა, რომელიც გაეცნო პროდუქტების გაცემის პროცესს და საბავშვო ბაღის პერსონალს და მშობლებს გაესაუბრა. არამალფუჭებადი პროდუქტისაგან შემდგარი სასურსათო პაკეტი მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში რეგისტრირებულმა ყველა ბავშვმა მიიღო.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.