ძეგვში, დასრულდა სხვადასხვა ფონდებიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც სოფელში 2020 წლის დასაწყისიდანვე დაიწყო.
,,ასფალტ-ბეტონის საფარით დაიფარა გზის მონაკვეთი წითლობის უბანში მისასვლელ გზაზე. პროექტი, რომლის სახელშეკრულებლო ღირებულება 183 977 ლარია, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. მისი დასრულების შემდეგ ძეგვის ამ უბნის მოსახლეობას კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა მიეცა.
დასრულებულია ნაკურთხევისა და კორპუსებისკენ მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, რომელსაც რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორმა კომპანია შპს “ქვენიფნელი” ახორციელებდა.
სოფელ ძეგვში დასრულდა, ასევე, გარე განათბა კორპუსებისკენ მიმავალ გზაზე, სოფელში არსებული წყაროს მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება-კეთილმოწყობის სამუშაოები და გიგა რთველიაშვილის სახელობის საჭიდაო დარბაზის შენობაზე მეტალოპლასტმასის ფანჯრების დამონტაჟება. აღნიშნული პროექტები ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
სოფლის ცენტრალურ გზაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს. მისი დასრულების შემდეგ მოხდება სანიაღვრეებსა და გზას შორის არსებული მონაკვეთის ასფალტის საფარით დაფარვა.
კეთილმოწყობის სამუშაოები, რომლებიც სოფლებში ინფრასტრუქტურის განახლებასა და კეთილმოწყობას ითვალისწინებს, მცხეთის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ხორციელდება. მათ ეტაპობრივად შემდგომში გაგაცნობთ".- აღნიშნულია მუნიცპალიტეტის ინფორმაციაში