ბათუმში ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმში ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს

  • 2020-12-14 14:18:45

გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, ორბელიანიდან ვარშანიძის ქუჩის მონაკვეთამდე, ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.
აღნიშნულ ქუჩაზე უკვე განხორციელდა მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემის მოწყობა.
ამავე პროექტის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული ღონისძიებები სამ მისამართზე ჩატარდა.
სამუშაოების განსახორციელებლად ქალაქის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 500 ათას ლარამდე გამოიყო.
არმირებული ბეტონის დასხმა დაიწყო ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ბაგრატიონისა და ლადო ასათიანის ქუჩებს შორის მონაკვეთში.
პროექტის ფარგლებში, სამუშაოები უკვე დასრულდა 8 მისამართზე და დამატებით კიდევ 11 მისამართზე ხორციელდება.
სამუშაოების ღირებულება 7 მილიონ ლარს აღემატება.

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები