ონის მუნიციპალიტეტის მერია, წინასაახალწლო პერიოდში სოციალურ პროგრამებს ახორციელებს.
მერიის ინიციატივით, ონის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირები, ასევე დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირები, ყოველწლიურად სარგებლობენ ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების პროგრამებით.
კერძოდ, ფულადი დახმარება, 100 ლარის ოდენობით გაიცემა:
არასაპენსიო (18 წლამდე) ასაკის შეზღუდული შესაძლებლობისა და 18 წლამდე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის
მრავალშვილიანი (სამი და მეტი) ოჯახებისთვის, რომლებსაც აქვთ მინიჭებული სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი
მარჩენალდაკარგულ, ობოლ და მზრუნველობას მოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის
ასევე, ომის ვეტერანებისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ან დაშავებულ პირთა ოჯახებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ონის მუნიციპალიტეტში.
პროგრამის მიზანი განსაკუთრებული მზრუნველობის გამოხატვაა იმ ოჯახებისთვის, რომლებიც თითოეული ჩვენგანის თანადგომას იმსახურებენ.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.