ქედის მუნიციპალიტეტი მოსახლეობას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას უზიარებს და აქტიური PCR ტესტირების ჩატარების ლოკაციებს აქვეყნებს.
,,აქტიური PCR ტესტირება ბათუმის 5 პოლიკლინიკაში ხორციელდება.
1. ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა, მის: ტბელ აბუსერიძის ქ. N2
2. საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი, მის: ბარათაშვილის ქ.N30
3. ევექსის ამბულატორია, მის: სელიმ ხიმშიაშვილის ქ. N20
4. N4 პოლიკლინიკა, მის: ტაბიძის ქ. N7
5. თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი, მის: ტბეთის ქ.N4
მოქალაქეებს შეუძლიათ ზემოაღნიშნულ კლინიკებს 10:00 – 17:00 საათამდე მიმართონ.
PCR ტესტირებისთვის კარვები გაშილილია ქ. ბათუმში ორ ლოკაციაზე, ე.წ. ხოფის ბაზრობისა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტოარიაზე, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტში - მერიის შენობის მიმდებარედ.
აჭარაში კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ერთად ჩაერთო კლინიკა მედალფა და ინფექციური საავადმყოფო, რომელთაც გუშინ უკვე მიიღეს კოვიდინფიცირებული პაციანტები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კიდევ 300-მდე საწოლის მობილიზება.
რეგიონში არის საკმარისი მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსი, ინფიცირებული პაციენტების სამედიცინო დაწესებულებებში განსათავსებლად. ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელსაც ექნება სტაციონარში განთავსების საჭიროება, მიიღებს შესაბამის სრულყოფილ სერვისს.
18-65 წლამდე პაციენტები, რომელთა დაავადებაც უსიმპტომოდ მიმდინარეობს, გადაყვანილ იქნებიან შესაბამის საკარანტინო სივრცეში მედპერსონალის მუდმივი კონტროლის ქვეშ"- აღნისნულია მუნიციპალიტეტის განცხადებაში.