ქედის მერიამ 27 მოწყვლად ოჯახს საცხოვრებელი სახლის სახურავის შესაცვლელად თუნუქის ფურცლები გადასცა

ქედის მერიამ 27 მოწყვლად ოჯახს საცხოვრებელი სახლის სახურავის შესაცვლელად თუნუქის ფურცლები გადასცა

  • 2020-12-14 23:13:05

მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, 27 მოწყვლად ოჯახს საცხოვრებელი სახლის ამორტიზირებული სახურავის შესაცვლელად, ქედის მერიამ თუნუქის ფურცლები გადასცა.

შემოსული განცხადების საფუძველზე, ოჯახებს სპეციალური კომისია ადგილზე სწავლობდა, რომელთა დაკმაყოფილება შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდა.

აღსანიშნავია, რომ შემოსული განცხადებების გათვალისწინებით, 2021 წელს პროგრამის ბიუჯეტი 70 000 ლარით გაიზრდება და ჯამში 100 000 ლარს შეადგენს.

მსგავსი პოსტები