ახალთერჯოლის 500-მდე ოჯახის სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად წყლის სისტემა მოეწყობა
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „მშენგრუპმა“ ტერიტორიის გეოდეზიური კვლევა და წყლის დებეტის მოსაძიებელი სამუშაოები უკვე დაიწყო.
პროექტი ითვალისწინებს წყლის მიმწოდებელი მაგისტრალის, გამანაწილებელი ქსელის, რეზერვუარის, საქლორატორო ნაგებობის, აღრიცხვის კვანძებისა და სხვა საჭირო ნაგებობების მოწყობას.
აღნიშნული პროექტი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიაშვილის ინიციატივითა და ჩართულობით ხორციელდება.
„ჩატარებულმა სამუშაოებმა ცხადყო, რომ წყლის დებეტი საკმარისია. ახალთერჯოლელებისათვის ეს იქნება საუკუნის პროექტი, რადგან წყლის პრობლემა ძალიან აწუხებს ადგილობრივებს. ზოგადად, ეს საკითხი ბევრ სოფელშია აქტუალური, განსაკუთრებით ზაფხულში. ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის წყალმომარაგების პრობლემის გადასაჭრელად“,-აღნიშნა ლაშა გოგიაშვილმა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.