წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შეჭირვებული მოსახლეობის დახმარების ახალი ეტაპი იწყება. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით დეკემბრის თვეში საკვები პროდუქტები მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 300 ოჯახს გადაეცემა.
მნიშვნელოვანია კერძო ბიზნესის მხარდაჭერა და ჩართულობა თანაქალაქელთა ზრუნვის საქმეში, სწორედ ასეთი მზრუნველობით ამ დღეებში ყოფითი პრობლემები 10 ოჯახს მოუგვარდა, საჭირო დახმარება მათ ჯერიან ომანაძემ გაუწია, ასევე აქტიურმა მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში შექმნეს გვერდი ,,სიკეთის ხელი'' სპეციალურ ანგარიშზე გადარიცხული თანხით უკვე 15 ოჯახისთვის მოხერხდა საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებების დარიგება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი მადლობას უხდის თანაქალაქელებს ქველმოქმედებისთვის და აცხადებს, რომ ბიუჯეტიდან შეჭირვებული მოქალაქეებისთვის დახმარების პროგრამის ფარგლებში საკვები პროდუქტების დარიგების აქციები გაგრძელდება .
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.