კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დღეს, მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სექტორის აღსაზრდელებისათვის საკვები პროდუქტების გაცემის პროცესი განახლდა.
74 143 ლარის ღირებულების სასურსათო პაკეტები ათი სახეობის არამალფუჭებადი პროდუქტისგან შედგება და მას მუნიციპალიტეტის 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღის 1 263 აღსაზრდელი მიიღებს.
პროცესი სპეციალისტების რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.
საკვები პროდუქტების გაცემის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორთან ალექსანდრე ჯანჯღავასთან, საბავშვო და ბაგა-ბაღების დირექციასთან ერთად გაეცნენ.
აღნიშნულ აქტივობას წინ უსწრებდა სკოლამდელი აღზრდის სექტორში განხორცილებეული შემდეგი ღონისძიებები:
COVID-19-ის პანდემიის პერიოდში, 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
ასევე, ის არამალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც არდადეგების დროს საბავშვო და ბაგა-ბაღებში უნდა გამოყენებულიყო, სენაკის მუნიციპალიტეტის 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღის 1 307 აღსაზრდელს 5 ეტაპად დაურიგდა;
პროდუქტებით უზრუნველყოფისთვის 201 559 ლარი დაიხარჯა.
ინფორმაციას ავრცელებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერია .
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.