ზუგდიდს 50 მგზავრზე გათვლილი EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსები გადაეცა

ზუგდიდს 50 მგზავრზე გათვლილი EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსები გადაეცა

  • 2020-12-15 17:20:36

ზუგდიდს 50 მგზავრზე გათვლილი, 8.5 მეტრიანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული, დიზელზე მომუშავე EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსები გადაეცა. ეტაპობრივად, ჯამში ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 25 ავტობუსი გადაეცემა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, აღნიშნული ავტობუსები მოემსახურებიან, როგორც ქალაქის მოსახლეობას, აგრეთვე ადმინისტრაციულ ერთეულებსაც.

,,გადმოგვეცა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსები, რომლებიც მოემსახურებიან, როგორც ქალაქს, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებს, რაც კომფორტულს გახდის გადაადგილებას ჩვენი მოსახლეობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ვაშენებთ ავტოპარკს და ჩვენი სატრანსპორტო სისტემა დაუახლოვდება თანამედროვე სტანდარტებს“-განაცხადა გიორგი შენგელიამ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული ავტობუსი შეიძინა.

მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისათვის შერჩეულია საქართველოს 6 ქალაქი. 175 ერთეული ავტობუსიდან თელავსა და ფოთს გადაეცემა 10-10 ავტობუსი, გორს - 30, ზუგდიდს - 25, რუსთავს - 40, ხოლო ქუთაისს 60 ერთეული ავტობუსი.

პროექტი მოსახლეობას საშუალებას მისცემს ისარგებლონ თანამდეროვე, კომფორტული და რაც მთავარია, გარემოსთვის უვნებელი ავტობუსებით.

საჯარო ტრანსპორტის სექტორში დამატებითი სპეციალისტები მომზადდებიან.

ავტობუსების შესყიდვა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 18.7 მილიონ ევროს შეადგენს.

ზუგდიდს უკვე ჰყავს 15 ახალი, თანამედროვე

სტანდარტების შესაბამისი ავტობუსი.

მოსაცდელებზე დამონტაჟდა ელექტროტაბლოები.

რუხში კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკის მოწყობა მიმდინარეობს.

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები