თერჯოლაში, გოფანმთის ეკლესიისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, ასევე მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებისაგან პროექტის მიმდინარეობის, ვადებისა და ხარისხის დაცვის შესახებ მიიღო ინფორმაცია.
"ამ გზის რეაბილიტაციას, რომელიც იყო ამორტიზებული და ვიწრო, ითხოვდა ადგილობრივი მოსახლეობა. პროექტის ფარგლებში, გზის გაფართოებისა და მეწყრული პროცესების შეჩერების მიზნით, ხუთი საყრდენი კედელი მოეწყო. საერთო ჯამში 2-კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება არმირებული ბეტონის საფარი", - განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.
აღნიშნული გარდამავალი პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 650 000 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "მეკა" ასრულებს.
ლაშა გოგიაშვილმა, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას მეოთხე ჩიხში მოწყობილი გზა დაათვალიერა. აღნიშნულ ჩიხში რგფ-დან გამოყოფილი თანხით დაიგო ბეტონის საფარი, ასევე მოწესრიგდა საკანალიზაციო სისტემა.
სულ კი თერჯოლის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან საერთო ჯამში 12 კმ. ასფალტო-ბეტონისა და ბეტონის გზა დაიგო, რისთვისაც 3 მლნ. ლარზე მეტი დაიხარჯა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.