წალენჯიხაში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის საკვები პროდუქტების გაცემა გრძელდება

წალენჯიხაში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის საკვები პროდუქტების გაცემა გრძელდება

  • 2020-12-16 15:07:56

საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის საკვები პროდუქტების გაცემა გრძელდება.

პანდემიის პერიოდში საბავშო ბაღებში შეწყვეტილი სასწავლო პროცესიდან გამომდინარე, საბავშვო ბაღის აღსაზრდელების კვებისთვის გამოყოფილი თანხებით სასურსათო პროდუქტების დარიგება მიმდინარეობს.

საკვები პროდუქტები გადაეცემა ყველას, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, ყველა აღსაზრდელის ოჯახს.

დარიგების პროცესს ადგილზე გაეცნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია , მერის მოადგილე ცოტნე შონია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან დადიანი, ააიპ წალენჯიხის სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი ნატო კვარაცხელია და სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ჯილდა აბულაძე.

მსგავსი პოსტები