დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლებს საკვები პროდუქტები გადაეცათ

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლებს საკვები პროდუქტები გადაეცათ

  • 2020-12-16 13:34:43

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლებს საკვები პროდუქტები გადაეცათ. სასურსათო კალათების დარიგებას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, გოჩა სამუკაშვილთან და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო ცენტრის დირექტორთან, მაია ყოჩიაშვილთან ერთად დაესწრო.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 17 საბავშვო ბაღია, სადაც 840 ბავშვი სწავლობს. ჰუმანიტარული ტვირთი დღეს ყველა აღსაზრდელის ოჯახმა მიიღო.

მსგავსი პოსტები