ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის და სკოლამდელი და სკოლის გარეშე სამსახურის (ხელმძღვანელი მარინა ბურჯალიანი) ორგანიზებით ცაგერის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების 251 აღსაზრდელს პროდუქტის ნობათი ოჯახებში გადაეცემათ .თითოეულ ბავშვზე 70 ლარიანი პაკეტი მომზადდა,რომელშიც შაქარი, კარაქი, ზეთი, კვერცხი, საქონლის ახალი ხორცი, ქათმის ფილე, კარტოფილი, ორცხობილა და ბურღულეული შედის.
პანდემიის გამო,მოგეხსენებათ,საბავშვო ბაღები ორი თვეა არ ფუნქციონირებს.
,,დღეს პროდუქტს,რომლითაც ბაღებში ბავშვების საკვები უნდა დამზადებულიყო,პანდემიის გამო,მშობლების ხელით ოჯახებში მიიღებენ ჩვენი პატარები,ეს მათი კუთვნილებაა.სიმბოლურია,რომ აქცია ბარბარობის დღესასწაულს დაემთხვა,წმინდა ბარბარე ხომ ყველაზე მეტად ბავშვებს მფარველობს.გილოცავთ ყველას ამ დღესასწაულს,სიმშვიდე,ჯანმრთელობა,სიხარული შემოეტანოს თქვენს ოჯახებში წმინდა ბარბარეს"--აღნიშნა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.