ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ტარიელ ძაგნიძემ ,ქალაქ ვანში ახლადრეაბილიტირებული სპორტსკოლის შენობა დაათვალიერეს.
სპორტსკოლაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის კაპიტალური რეკონსტრუქცია განხორციელდა.
მოხდა შენობის გარე ფასადის აღდგენა,გარემონტდა გვერდითი ფასადები.
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა კალათბურთის და ჭიდაობის დარბაზებს.
შენობაში სპორტსმენებისთვის მოეწყო სველი წერტილები,მოსასვენებელი ოთახები და საშხაპე კაბინები.
პროექტის ფარგლებში მოხდა სპორტსკოლის ეზოში არსებული საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია და დაემატა ფართი.
ამავე პროექტის ფარგლებში სპორტსკოლის ეზოს მიმდებარედ, საცხოვრებელი კორპუსების ეზოში მოეწყო მინი ფეხბურთის და ფრენბურთის სტადიონები.
სპორტსკოლის კაპიტალური რეკონსტრუქციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები შპს “ბილ კინგსის“ მიერ განხორციელდა, რაზედაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 474 000 ლარი დაიხარჯა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.