ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის საბავშვო ბაღისთვის 5,28 კვტ. სიმძლავრის ქსელს მიერთებული მზის მიკროელექტრული სადგური დამონტაჟდა
მზის სადგური სრულად უზრუნველყოფს საბავშვო ბაღის ელექტროენერგიის ხარჯს წყლის გაცხელების ჩათვლით. პროექტის ფარგლებში აგრეთვე დამონტაჟდა 80 ლიტრი ტევადობის ორი ერთეული წყლის ელექტროგამაცხელებელი.
სოფელ ხრეითის საბავშვო ბაღზე დამონტაჟებული მზის მიკროელექტრული სადგური ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ბიწაძემ და ეკონომიკური სამსახურის უფროსმა გიორგი ბიწაძემ ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციაციის გენერალურ დირექტორთან დავით მელუასთან ერთად დაათვალიერეს. ხელისუფლების წარმომადგენლები მზის მიკროელექტრული სადგურის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში სოფელ ხრეითის ბაღი პირველია, სადაც მზის მიკროელექტრული სადგური დამონტაჟდა. პროექტი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ “საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან” ერთად გრანტის ფარგლებში გაეროს განვითარების პროგრამისა და დანიის სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.
პროექტზე 5000 ევრო დაიხარჯა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.