მარტვილის მუნიციპალიტეტში, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის, საკვები პროდუქტების გაცემა დაიწყო. მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა, ბავშვებს საკვები პროდუქტი ეტაპობრივად ურიგდებათ.
კვების პროდუქტების გაცემის პროცესს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორთან ერთად დაესწრნენ.
კვების პროდუქტები, სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში შემავალ 21 საბავშვო ბაღის 858 ბავშვს გადაეცემა. პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.
საკვები პროდუქტის გადაცემას, ა(ა)იპ „სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი“ უზრუნველყოფს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.