თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული, ორი მცირეკონტიგენტიანი სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიაშვილმა საზანოსა და ჩხარის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცირეკონტიგენტიანი სკოლების მშენებლობა დაათვალიერა. ასევე, მშენებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან მიიღო ინფორმაცია პროექტების მიმდინარეობისა და ვადების დაცვის შესახებ.
ჩხარის ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ მეტლახში, 60 ბავშვზე გათვლილი არასრული საშუალო სკოლის მშენებლობისათვის 1 092 500 ლარი, ხოლო ზედა საზანოს საჯარო სკოლის მეორე კორპუსისათვის 1 124 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს შპს "ჯავა" ახორციელებს.
„სასწავლო დაწესებულებებში უსაფრთხო, ჯანსაღი და მიმზიდველი გარემო სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამ მიზნის მისაღწევად მუნიციპალიტეტში არსებული 24 საჯარო სკოლიდან 14 სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, სამი ახალი აშენდა-ორი სკოლის მშენებლობა დასრულების ფაზაშია, სიქთარვის ახალ საჯარო სკოლაში კი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. საერთო ჯამში 2020 წელს 17 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა განხორციელდა,“-აღნიშნა ლაშა გოგიაშვილმა.
ინფორმაციას ავრცელებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია .
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.