ბორჯომის მერიამ "ჯეოჰოსპიტალსის" სამედიცინო ცენტრს და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს ჟანგბადის მიმწოდებელი 6 აპარატი გადასცა

ბორჯომის მერიამ "ჯეოჰოსპიტალსის" სამედიცინო ცენტრს და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს ჟანგბადის მიმწოდებელი 6 აპარატი გადასცა

  • 2020-12-18 17:45:54

ბორჯომის მერიამ "ჯეოჰოსპიტალსის" სამედიცინო ცენტრს და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს ჟანგბადის მიმწოდებელი 6 აპარატი გადასცა.

ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა ჟანგბადის კონცენტრატორები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს პირადად გადასცა და სამომავლოდ მხარდაჭერა აღუთქვა.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის პირველი ტალღის დროს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ მოქალაქეების დასახმარებლად 8 ჟანგბადის კონცენტრატორი შეიძინა.

ინფორმაციას ბორჯომის მერია აქვეყნებს .

მსგავსი პოსტები