აბასთუმნის ახალი ტიპის კურორტად ჩამოყალიბების მიზნით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ რეაბილიტირდა აბასთუმნის 18 ისტორიული სახლი; ევგენი ხარაძის სახელობის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია;1982 წელს აშენებული საბაგირო გზა.
შემუშავდა აბასთუმნის გენგეგმა, პროექტების ჯამური ინვესტიცია 80 მლნ ლარია (მსოფლიო ბანკი WB)
ბაკურიანის ურბანული განახლების მიზნით, დასრულდა 70 მილიონი ლარის 8 პროექტი. რეაბილიტირდა ანდეზიტი-ციხისჯვრის გზა; აშენდა ბაკურიანის შემოვლითი გზა; გაფართოვდა მიტარბისა და კოხტას საბაგირომდე მისასვლელი 3 კილომეტრამდე გზა და დიდველის პარკინგი; აშენდა პოლიციის ახალი შენობა; დასრულდა ბაკურიანის წრიული გზის და განათების მოწყობა; შემუშავდება სატრანსპორტო და საფეხმავლო მოძრაობის გეგმა, დაბის ცენტრალური ნაწილის განახლების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის, ცენტრალური სატრანსპორტო სადგურის და ავტოსადგომების პროექტები. უკვე ჩამოსულია 10 ერთეული ავტობუსი და 4 სპეცტექნიკა.
იხილეთ ვრცლად:
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.