მარტვილის, აბაშის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ალექსანდრე მოწერელიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, მერის მოადგილესთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად მარტვილის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
ქალაქ მარტვილში მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ მემორიალურ დაფას და ძეგლს, კასკადს, კიბეს და აუზს, მოეწყობა ღობე. პროექტის ღირებულება 667 222 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „დაგი“ ასრულებს. მემორიალის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
ქალაქ მარტვილში № 1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 3 037 298 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ელ ჯორჯია“ ასრულებს. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
ასევე, სრული რეაბილიტაცია უტარდება სალხინოს საჯარო სკოლას. პროექტის ღირებულება 2 044 044 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „პარმაღი“ ასრულებს. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მარტვილისა და ნალეფსაოს დამაკავშირებელი ხიდის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდი. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 598 905 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „Construction Service“ ასრულებს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ვახაში, ორი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ხიდების სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 815 600 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „ავტოგზა ლენტეხი 99“ ასრულებს. სალხინოში ხიდების მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
ასევე, სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, მდ. ვახაზე, ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდი. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 574 925 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „სახარია“ ასრულებს. სალხინოში ხიდის მშენებლობას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.