ჭიათურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ და მერის მოადგილე დავით ბიწაძემ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ მღვიმევის საავტომობილო გზის, სოფელ ღვითორში ამბლუაშვილების საუბნო გზის, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სანიაღვრე არხისა და ტაბიძის ქუჩაზე მინი სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.
გივი მოდებაძე და დავით ბიწაძე მშენებლებს შეხვდნენ და პროექტების შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
ტაბიძის ქუჩაზე სტადიონის მოწყობა:
სტადიონის მოსაწყობად 117 998 ლარი იხარჯება. პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კაპიტალ +“ ახორციელებს.
ჭავჭავაძის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობა:
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია 870 სიგრძის მონაკვეთს უტარდება. სამუშაოებს,რომელიც 89190 ლარით ფინანსდება,ტენდერში გამარჯვებული ფირმა "გოლდ ენდ ბრო" აწარმოებს.
ჭიათურა-მღვიმევის დამაკავშირებელ გზა:
აღნიშნულ მონაკვეთზე რკინაბეტონის საფარის მოწყობა დასასრულს უახლოვდება. გათვალისწინებულია გზის 3200 მეტრიანი მონაკვეთის მობეტონება.
პროექტის განსახორციელებლად 908 379 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შპს ,,ჯი და ჯი“ ასრულებს.
სოფელ ღვითორში ამბლუაშვილების საუბნო გზა:
მოეწყობა 560 მეტრიანი მონაკვეთი. სამუშაოებს შპს ,,არისი“ ასრულებს. ამ მიზნით 107 969 ლარი დაიხარჯება.
ოთხივე პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.