დღეს, UNDP-ის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა, მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ, ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მმართველმა, მეუფე საბამ და პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილმა მოხუცთა თავშესაფარი მოინახულეს.
UNDP-სა და დანიის მთავრობის ხელშეწყობით, თავშესაფარს დახმარების სახით გადაეცა სადეზინფექციო ხსნარები, პირბადეები, სამედიცინო და საყოფაცხოვრებო აღჭურვილობა.
დახმარება 14 მიუსაფარი და ხანდაზმული ადამიანის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.
მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ, UNDP-ს და დანიის მთავრობას მადლობა გადაუხადა აღნიშნული აქტივობისთვის და მომავალშიც სხვადასხვა მიმართულებით აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.