ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგელიძეებში თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილი ღვინის მარანი ამოქმედდება

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგელიძეებში თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილი ღვინის მარანი ამოქმედდება

  • 2020-12-19 11:39:17

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგელიძეებში თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილი ღვინის მარანი ამოქმედდება, რომელიც უზრუნველყოფს მაღალტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისი ღვინის დამზადებასა და სარეალიზაციოდ მომზადებას.

მარანის მშენებლობას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო უჭერს მხარს. კერძოდ, საგრანტო კონკურსის ფარგლებში, 59 000 ლარით დაფინანსდა.

„სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა“ საგრანტო პროგრამის გამარჯვებული ბენეფიციარის - გურამ ბალაძის მარანი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ მოინახულა.

მსგავსი პოსტები