ძველ ქანდაში , აქტიურად მიმდინარეობს 2020 წლის გეგმით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
დასასრულს უახლოვდება ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. მშენებლობის დასრულების შემდეგ საბავშვო ბაღი აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით, კეთილმოწყობილი ეზოთი და სათამაშო მოედნებით. დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
აქტიურად მიმდინარეობს სამედიცინო ამბულატორიის მშენებლობა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,NTS” ახორციელებს. სახელშეკრულებო თანხა 94 000 ლარია.
შიდა საუბნო გზებზე გარე განათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა ასევე, სანიაღვრე არხის მოწყობა ერთ-ერთ ქუჩაზე, რომელიც შპს ,,ელმა“ ახორციელებდა. სახელშეკრულებო თანხამ 10 689 ლარი.
შიდა საუბნო გზის მოწყობა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, შპს "საგზაო 7 " განახორციელა , რომლის სამუშაოების ღირებულებამ 310582 ლარი შეადგინა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.