ხარაგაულის ადგილობრივ ხელისუფლებასა და „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო-საქართველოს“(LDA georgia) შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ხარაგაულის ადგილობრივ ხელისუფლებასა და „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო-საქართველოს“(LDA georgia) შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

  • 2020-12-21 15:28:19

დღეს ხარაგაულის ადგილობრივ ხელისუფლებასა და „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო-საქართველოს“(LDA georgia) შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში“

- ეს გახლავთ მემორანდუმის მთავარი შინაარსი, რომელსაც ხელი ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის და გრანტის მიზანია ხარაგაულის

მუნიციპალიტეტში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის

ხარისხის ზრდა და ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების

უზრუნველყოფა.

ადგილობრივი თვითმმართველობისადმი მოქალაქეთა მიმართვის ეფექტური მექანიზმის ჩამოყალიბება

ქალების, ახალგაზრდების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საჭიროებების და პრიორიტეტების გამოვლენის მათი გადაჭრის და ადვოკატირების მიზნით.

დიალოგის და თანამშრომლობის გაძლიერება საზოგადოების ორაგანიზაციებსა და ადგილობრვ ხელსუფლებას შორის გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

გრანტი ,,გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP),

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით“ ხორციელდება.

ხარაგაულის მერმა მზადყოფნა გამოთქვა ხელი შუეწყოს მემორანდუმის ფარგლებში გაწერილ პუნქტებს.

კობა ლურსმანაშვლი თვლის, რომ მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს რომ ეს გრანტის სახითაა წარმოდგენილი. „მოქალაქეთა ჩართულობის განსაზღვრა ადგილობრივ თვითმმართველობაში ცალსახად გაწერილია კანონით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით ხარისხის ზრდას ნამდვილად სჭირდება მხარდაჭერა და ხელშეწყობა ჩვენი მხრიდან.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი გახსნილობა და ღიაობაა საჭირო. სამოქალაქო ინიციატივებს მეტი ხელშეწყობა უნდა ქონდეს. მადლობა ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს, რომ უკვე მემორანდუმით მოხდება ამ ინიციატივის დარეგულირება, რაც მეტ შესაძლებლობებს და ვალდებულებებს გაგვიჩენს“ - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.

მსგავსი პოსტები