ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს სასურსათო პაკეტები დაურიგდათ

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს სასურსათო პაკეტები დაურიგდათ

  • 2020-12-21 17:19:00

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს სასურსათო პაკეტები დაურიგდათ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები ( ფქვილი, ზეთი, შაქარი, ბრინჯი, ვერმიშელი და მაკარონი) 101 ოჯახმა მიიღო.

სასურსათო დახმარება ბენეფიციარებს ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებმა პირადად გადასცეს.

აღნიშნული დახმარება, უახლოესი დღეების განმავლობაში, ჯამში 350 ოჯახს გაეწევა, მათ შორის როგორც, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს, ისე სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

გარდა ამისა, გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია შეჭირვებული ოჯახებისა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის საკვები პროდუქტების დარიგებას ეტაპობრივად გააგრძელებს.

მსგავსი პოსტები