აჭარაში სასურსათო კალათების დარიგება დაიწყო

აჭარაში სასურსათო კალათების დარიგება დაიწყო

  • 2020-12-21 17:40:59

აჭარაში სასურსათო კალათების დარიგება დაიწყო. პროცესის მიმდინარეობას დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად გაეცნო. პირველ ეტაპზე ბათუმის მასშტაბით 5200 სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს დახმარებას. ხოლო შემდგომ სასურსათო კალათები გადანაწილდება რეგიონის მასშტაბით.

მთავრობის თავმჯდომარის თქმით მსგავსი პროგრამის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის პირობებში - ,,დაახლოებით 2 კვირის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფინანსური რესურსი, რომლის მობილიზებაც წლის ბოლოსთვის იყოს შესაძლებელი მოხმარდებოდა სოციალურ საჭიროებებს და დაახლოებით 10 000-მდე ოჯახი წლის ბოლომდე მიიღებს შესაბამის სასურსათო უზრუნველყოფას. ახალი ბიუჯეტის ფარგლებში, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში პროგრამული ხასიათი მიეცემა მოსახლეობის სასურსათო უზრუნველყოფას და დაემატება მედიკამენტებით უზრუნველყოფაც. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად გავაფართოვოთ ამ მხარდაჭერის არეალი ისე, რომ მოახლოებულ ახალ წელს და შემდგომ პერიოდშიც არცერთი ოჯახი არ დარჩეს სახელმწიფო ზრუნვის გარეშე“.

სასურსათო კალათები სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს გადაეცემათ მათ შორის 18 წლამდე ასაკის შშმ პირებს, მარტოხელა პენსიონერებს, მრავალშვილიან ოჯახებს, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს.

ამასთანავე, აჭარის მთავრობა დამატებით რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის მოწყვლადი სოციალურ ჯგუფებს სასურსათო კალათების გადასცემს.

 

მსგავსი პოსტები