ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ წარჩინებულ მოსწავლეებს, განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საჩუქრად კომპიუტერები გადაეცათ.
სხვადასხვა საჯარო სკოლის, საუკეთესო აკადემიური მოსწრების 6 მოსწავლეს, პორტაბელური კომპიუტერები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან - გიორგი მაქარაშვილთან, მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროსა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, გადასცა.
განათლების ხელშეწყობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრამები ხორციელდება.
,,მე, ამაყი ვარ, რომ ჩვენი ახალგაზრდები მუდმივად გამოირჩევიან როგორც ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული მაღალი შედეგებით, ისე სხვადასხვა კონკურსსა თუ ოლიმპიადებში მიღწეული წარმატებებით. განათლებული ახალგაზრდა თაობა ქვეყნის მომავალია, ამიტომ ჩვენი მთავარი ვალდებულებაა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მათ წინსვლასა და განვითარებას. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროგრამები ხორციელდება, რაც კვლავ გაგრძელდება. მინდა წარმატება ვუსურვო ყველა ახალგაზრდას საკუთარი მხარისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ". - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.