ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლას კომპანია WWW Waserkraft-ისა და "ბერალი ჰესი"-გან  არაჩვეულებრი წინა საახალწლო საჩუქრები(საერთო ჯამში 5000 ლარის ღირებულების) გადაეცა

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლას კომპანია WWW Waserkraft-ისა და "ბერალი ჰესი"-გან არაჩვეულებრი წინა საახალწლო საჩუქრები(საერთო ჯამში 5000 ლარის ღირებულების) გადაეცა

  • 2020-12-22 13:38:16

არაჩვეულებრი წინა საახალწლო საჩუქრები(საერთო ჯამში 5000 ლარის ღირებულების) გადაეცა სსიპ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლას კომპანია WWW Waserkraft-ისა და "ბერალი ჰესი"-გან.

Dell/ დელის ფირმის ორი ლეპტოპი,

Vivitek-ის ფირმის პროექტორი,

პროექტორის გასაშლელი ეკრანი,

ამერიკულ-შვეიცარიული ბრენდის logitech-ის ხმის გამაძლიერებელი და დინამიკები,

მაუსები

21-ე საუკუნე ტექნოლოგიების ერაა. დღეს ადამიანი ვალდებულია, ტექნოლოგიების განვითარების ტემპს აჰყვეს და მისი ჩარჩოდან არ ამოვარდეს, რადგან ამოვარდნა უკუსვლას ნიშნავს.

თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნახტომი, უდიდესი მიღწევაა. ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, ნებისმიერი საქმე გააკეთოს უფრო სწრაფად და მარტივად, უფრო დახვეწილი გახადოს მისი შემოქმედებითობა და მუდმივად სიახლეების ძიებაში იყოს ჩართული.

ციფრული ტექნოლოგიები თანამედროვე ცხოვრების და ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მატულობს მათი მოხმარების სიხშირე და მასშტაბები.

თანამედროვე, სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების სამყაროში არა მხოლოდ წარმოების ან მომსახურების სფეროში, არამედ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში თითქმის ყოველდღიურად ხდება მნიშვნელოვანი ცვლილება. ამის გამო საქმიანობის ნებისმიერ სფეროში უწყვეტი სწავლის, ახალი კომპეტენციების შეძენის უნარი იქცა პიროვნების ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნილ თვისებად.

დღევანდელ სამყაროში, ნებისმიერი საქმიანობის სფერო, განათლება, ბიზნესი, თუნდაც ადამიანური ურთიერთობები, ყველაფერი ტექნოლოგიებზე გადის. ტექნოლოგიებმა შეცვალეს ადამიანის მსოფლხედველობა.

მაღალმთიანი სოფლების სკოლების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია ციფრული სამყაროს ერაში,მით უმეტეს,როცა დისტანციური სწავლება წინა წლანზე გადმოდის

და მაღალმთიანი სოფლის სკოლები

ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილობის დეფიციტს განიცდის!

უღრმესი მადლობა ყველას ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა ზემოთ აღნიშნული საჩუქრების ღების საჯარო სკოლისათვის გადმოცემაში!

ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტი ავრცელებს .

მსგავსი პოსტები