ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთათვის დეკემბრის თვეში განკუთვნილი საკვები პროდუქტი გაიცა.
სასურსათო კალათების გაცემის პროცესში ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის დირექტორ ქეთევან გელაშვილთან ერთად საბავშვო ბაღების დირექტორები და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი გიორგი ავსაჯანიშვილიც ჩაერთო.
16 სახეობის საკვები პროდუქტისგან შემდგარი სასურსათო პაკეტი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის 8 ფილიალის 196 აღსაზრდელს გადაეცა.
პროცესი სპეციალისტების რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით განხორციელდა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.