მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსანში ახალი სპორტული მოედანი აშენდა. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ ახალი და გამართული ინფრასტრუქტურის მქონე სპორტული მოედნით ისარგებლონ ფეხბურთისა და კალათბურთის თამაშის დროს.
მოედნის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 179500 ლარი დაიხარჯა, რომელის სამუშაოები შპს „თეგიკა“-მ განახორციელა. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზანი სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა, ამიტომ ხელისუფლება მომდევნო წლების ბიუჯეტშიც სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის თანხებს კვლავ გაითვალისწინებს.
ქსნის ცენტრალური გზის 5, 5 კმ გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგო. მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის (მგფ-ის) მიერ განხორციელდა და მისი საერთო ღირებულება ორ მილიონ ლარზე მეტია. პროექტის ფარგლებში 6 ბოგირი, გაბიონი და მილხიდი აშენდა.
ქსნის საბავშვო ბაღში ეზოს კეთილმოწყობა დასრულდა, სადაც ბავშვების უსაფრთხოების მიზნით ატრაქციონებთან კაუჩუკის საფარი დაიგო. სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ინდ. მეწარმე ნინო რევაზიშვილმა განახორციელა, რომლის ღირებულება 8689 ლარია.
სოფელ ქსანში გარე განათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და ინდ მეწარმე ნინო რევაზიშვილმა შეასრულა. სამუშაოების ღირებულება 12099 ლარი შეადგინა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.