ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ნოჯიხევში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შიდა სასოფლო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პრობლემურ მონაკვეთზე დაიგო ცემეტო-ბეტონის საფარი და მიმდინარეობს სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია.
პროექტს რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 29 760 ლარია, შპს ,,შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან და საკრებულოს დეპუტატთან ერთად დაათვალიერეს.
მოსახლეობის უმთავრესი პრობლემა მოგვარებულია, მათი თხოვნა იყო აღნიშნული გზის მოწესრიგება, რადგან ამორტიზებულ გზაზე უწევდათ გადაადგილება და უხვი ნალექის შემთხვევაში საცხოვრებელ სახლები იტბორებოდა.
სოფელ ნოჯიხევში ასევე მოეწყო ხიდ ბოგირი და რკინა ბეტონის სანიაღვრე არხი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებამ 41167 ლარი შეადგინა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.