ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქტის გაცემა დაიწყო. პატარებს საახალწლო ტკბილეულიც დაურიგდებათ.
„ქალაქის მასშტაბით, სკოლამდელ დაწესებულებებში, სასურსათო კალათების გაცემის მერვე ეტაპი მიმდინარეობს, რაც გამოწვეულია სასწავლო პროცესის შეჩერებით. 33 მუნიციპალური საბავშვო ბაღის ყველა ბენეფიციარი მიიღებს ათი დასახელების პროდუქტისაგან შემდგარ სასურსათო კალათას. მომავალშიც, შეზღუდვების ვადით, გაგრძელდება მსგავსი ტიპის მხარდაჭერის პროგრამები.
საახალწლოდ კი, ჩვენ გვაქვს სიახლე, ბავშვებს, ჩვეულებრივ სასურსათო კალათასთან ერთად, სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად, დაურიგდებათ სპეციალური სასაჩუქრე პაკეტები ტკბილეულითა და ნუგბარით.
ჩვენს პატარებს ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს და იმედს ვიტოვებ, მომდევნო წელს ერთად შევხვდებით და კვლავ დავუბრუნდებით სასწავლო პროცესს“ - არჩილ ჩიქოვანი.
სასურსათო კალათების გაცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მშობლებმა საკვები პროდუქტის მისაღებად შესაბამის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას უნდა მიმართონ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, არამალფუჭებადი პროდუქტების გაცემა, უსაფრთხო გარემოში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაციის დაცვით მიმდინარეობს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.