მოსახლეობის საყურადღებოდ!
ა.(ა).ი.პ. "მესტიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" ინფორმაციით, რისკჯგუფებისთვის სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს.
აღნიშნული კონტინგენტის სეზონური გრიპის
საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველთა აცრები ოჯახის ექიმთან შეთანხმებით, ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით განხორციელდება.
2020–2021 წლის სეზონისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი იქნა 135 000 დოზა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა მძიმე გართულებების განვითარების რისკის ქვეშ მყოფი პირების, სავალდებულო იმუნიზაციას დაქვემდებარებული პროფესიული რისკჯგუფებისა და სხვა პრიორიტეტული ჯგუფებისთვის. 2020-2021 წლის გრიპის სეზონისთვის, საქართველოში ვაქცინაციას დაქვემდებარებულ რისკჯგუფებად განისაზღვრა:
სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონეთაგან:
· დიაბეტის მქონე პირები;
· დიალიზზე მყოფი პირები;
· C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
· აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
სხვა პრიორიტეტული ჯგუფები:
· ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;
· ორსულები;
· 70 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები;
· ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები;
სავალდებულო იმუნიზაციას დაქვემდებარებული პროფესიული ჯგუფები:
· ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი
· ვეტერინარიასა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი
· სხვა პროფესიული საქმიანობის ჯგუფი საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების პედაგოგები, აღმზრდელები, სხვა პერსონალი (სავალდებულოა მხოლოდ ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების კონტინგენტისათვის - ბაგა-ბაღები, საბავშვო ბაღები).
გრიპი გადამდები რესპირატორული დაავადებაა და მისი გამომწვევი ვირუსის 4 სახეობა არსებობს: A, B, C და D. ადამიანის გრიპის ვირუსის A და B შტამები ყოველწლირად სეზონურად აქტიურდებიან. დაავადებულთა უმრავლესობას გრიპი ადვილად გადააქვს, თუმცა შესაძლებებლია გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში გართულებები.
ჩაიტარე ვაქცინა და იყავი დაცული ვირუსისგან!
ინფორმაციას ავრცელებს მესტიის მუნიციპალიტეტის მერია .