ბორჯომისა და ბაკურიანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებებმა საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის სასურსათო პაკეტების გაცემა დაიწყეს. ბორჯომში სურსათის გაცემის პროცესს სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი გაეცნენ
სასურსათო პაკეტი 12 სახეობის პროდუქტს და ტკბილეულის ნაკრებს მოიცავს. ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება „ჯანმრთელი მომავალი“ სასურსათო პაკეტებს, 11-ივე საბავშვო ბაღის 840 აღსაზრდელს გადასცემს. სურსათი დაურიგდება ბაკურიანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 93 აღსაზრდელს.
ბაღებში ნაშთის სახით დარჩენილი სასურსათო პაკეტები სოციალურად დაუცველ აღსაზრდელებზე გადანაწილდა.
სურსათს, ბორჯომის მერია პანდემიის პირობებში ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით გასცემს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.