საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სასურსათო პაკეტები და ტკბილეული დაურიგდათ.
დარიგების პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი მარინა მერაბიშვილი ადგილზე გაეცნენ.
სასურსათო პაკეტი 11 სახეობის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტისგან შედგება. პატარებს მათთვის გათვალისწინებულ საკვებთან ერთად, საახალწლო საჩუქრებიც გადაეცათ.
გურამ მელიქიძემ აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია, თუმცა აღნიშნულ პერიოდში გათვალისწინებული საკვები პროდუქტები და საახალწლო ტკბილეული 26-ვე საბავშვო ბაღის აღსაზრდელმა მიიღო.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.