ონის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს და მარტოხელა მოხუცებს კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ საკვები პროდუქტებით დაეხმარება.
აღნიშნული კამპანია ‘’სოკარ ენერჯი ჯორჯიას’’ გენერალური დირექტორის მაჰირ მამმედოვის ინიციატივით და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ხორციელდება.
სასაჩუქრე საკვები პროდუქტები დღეს ონის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცა და მისი დარიგება, შესაბამის ბენეფიციარებზე, წინასაახალწლოდ განხორციელდება.
სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მაქარაშვილმა კომპანიას მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისათვის.
პანდემიის პერიოდში კომპანია ‘’სოკარ ენერჯი ჯორჯიამ’’ სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა, მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.