ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობით სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს სასურსათე კალათებს გადასცემს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობით სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს სასურსათე კალათებს გადასცემს

  • 2020-12-26 18:33:46

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობით სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს სასურსათე კალათებს გადასცემს. ამ ეტაპზე პროდუქტი 300-მდე ოჯახს გადაეცემა.

გიორგი შენგელიამ ბიზნეს სექტორს თანამშრომლობისა და სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

,,პანდემიის პირობებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ბიზნესმენების აქტიური ჩართულობით ხორციელდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერა სასურსათო პროდუქტებით, ახალ წლამდე 700-მდე ოჯახი, მუნიციპალიტეტიდან და ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერით სასურსათო პაკეტებს მიიღებს. პროცესში აქტიურად არიან ჩართული მოხალისეებიც“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

საახალწლოდ, სასურსათე კალათები სხვადასხვა სოციალურ ჯგუფთან ერთად საბავშვო ბაღის 4000-ზე მეტ აღსაზრდელს გადაეცემა.

 

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები