„სოკარ ენერჯი ჯორჯიას“გენერალური დირექტორის მაჰირ მამმედოვის ინიციატივითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ჩართულობით, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციას 400 ერთეული დახმარების ყუთი გადაეცა.
გადაცემის ოფიციალურ ღონისძიებაში სოკარ ენერჯი გაზის და სოკარ ენერჯი პეტროლიუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, დავით ზუბიტაშვილმა და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემრულებელმა, ირაკლი შიოშვილმა მიიღეს მონაწილეობა.
დღესვე დახმარების ყუთები სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით, თანაბრად გადანაწილდა რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტზე.
გაწეული დახმარება მუნიციპალიტეტებში სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებსა და მარტოხელა პენსიონერებზე გადანაწილდება.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.