სვიშევსკის ქუჩაზე გზის საფარის დაგება დაიწყო.
მიმდინარეობს ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა.
უკვე დასრულებულია სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია.
არჩილ ჩიქოვანის თქმით, აღნიშნულ ქუჩაზე მრავალი წლის მანძილზე მოუწესრიგებელი იყო როგორც სანიაღვრე სისტემა, ასევე გზის საფარი, რაც გარკვეულ პრობლემებს უქმნიდა მოსახლეობას.
,,ჩვენ ახლა სვიშევსკის ქუჩაზე ვიმყოფებით, სადაც გზის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აქ უკვე დასრულდა სანიაღვრე სისტემის მოწყობა და გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. წლების განმავლობაში ეს ქუჩა იყო მოუწესრიგებელი, მოსახლეობას პრობლემები ექმნებოდა როგორც გადაადგილებისას, ასევე უხვი ნალექის დროს. როგორც ხედავთ, უკვე მთავრდება ამ ქუჩის კეთილმოწყობა და მოსახლეობა შეძლებს გამართული და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით სარგებლობას" - აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.
პროექტის ფარგლებში, ასევე, მიმდინარეობს სვიშევსკის შესახვევებისა და ჩიხების კეთილმოწყობა.
პარალელურად, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძესთან ერთად, ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.