მცხეთის სამედიცინო ცენტრს კოვიდ ინფიცირებულთათვისა და სამედიცინო პერსონალისთვის, საჩუქრად 5000 ბოთლი არაგაზირებული, არტეზიული ჭის წყალი "სალი" გადაეცა

მცხეთის სამედიცინო ცენტრს კოვიდ ინფიცირებულთათვისა და სამედიცინო პერსონალისთვის, საჩუქრად 5000 ბოთლი არაგაზირებული, არტეზიული ჭის წყალი "სალი" გადაეცა

  • 2020-12-28 16:39:34

25 დეკემბერს, მცხეთის სამედიცინო ცენტრს, კომპანია “სალი”-ის დირექტორმა ვაჟა უსანეთაშვილმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი კაპანაძესთან ერთად, კოვიდ ინფიცირებულთათვისა და სამედიცინო პერსონალისთვის, საჩუქრად 5000 ბოთლი არაგაზირებული, არტეზიული ჭის წყალი "სალი" გადასცა. კომპანია სალის დირექტორმა აღნიშნა,რომ წყალი“სალი“ გაჯერებულია ჟანგბადით, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღეს ინფიცირებულთათვის. მცხეთის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელობამ მადლობა გადაუხადა ვაჟა უსანეთაშვილს თანადგომისთვის.

მსგავსი პოსტები