ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მრავალშვილიან და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, საახალწლო სასაჩუქრე პაკეტები დაურიგდა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მრავალშვილიან და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, საახალწლო სასაჩუქრე პაკეტები დაურიგდა

  • 2020-12-28 15:41:18

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მრავალშვილიან და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, საახალწლო სასაჩუქრე პაკეტები დაურიგდა.

მათ საჩუქრები, სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მაქარაშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ და მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა გადასცა.

,,ჩვენი სურვილია, ამ მძიმე პანდემიის დროს, საახალწლო განწყობა შევუქმნათ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება და მზრუნველობა. დღეს რამდენიმე ოჯახს გადავეცით საჩუქარი, მაგრამ, კვლავ ვაგრძელებთ ტრადიციას და 100-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახსა და შშმ-ბავშვს მივულოცავთ ახალ წელს.’’- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა.

მსგავსი პოსტები