სადეზინფექციო სამუშაოები წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

სადეზინფექციო სამუშაოები წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

  • 2020-09-20 11:24:20

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების კუთხით, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები კვლავაც გრძელდება.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დეზინფექცია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ჩატარდა. სადეზინფექციო სამუშაოები ასევე უტარდება სახელოვნებო-საგანმანათლებლო და სპორტულ სკოლებს.

უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო სკოლებშიც ყოველდღიურად მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი, მოწმდება დეზობარიერები და  სადეზინფექციო ხსნარებისა და პირბადეების მარაგი.

მსგავსი პოსტები