აბაშის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

აბაშის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

  • 2020-11-05 20:25:25

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, აბაშის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.

მერიის მობილური ჯგუფები, რომლებიც  შესაბამისი ეკიპირებით არიან აღჭურვილნი, სადეზინფექციო სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ტერიტორიაზე ატარებენ.

დღეს სპეციალური ხსნარით სავაჭრო ობიექტებთან მისასვლელები და მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოები დამუშავდა. ანალოგიური ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას სპეციალისტთა რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

,,გთხოვთ, გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და  გავუფრთხილდეთ საკუთარ და ირგვლივ მყოფთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს’’, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მსგავსი პოსტები