ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს პირველადი მოხმარების ნივთები და სასურსათო პაკეტები ურიგდებათ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს პირველადი მოხმარების ნივთები და სასურსათო პაკეტები ურიგდებათ

  • 2020-12-30 11:25:51

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლიათ, პირველადი მოხმარების ნივთები და სასურსათო პაკეტები ურიგდებათ.

აქცია, არასამთავრობო ორგანიზაციის „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ ორგანიზებითა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება. ორგანიზატორთა ინიციატივით, სასაჩუქრე პაკეტებთან ერთად მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე რამდენიმე ოჯახს საჩუქრად მობილური ტელეფონები გადაეცათ.

აქცია მომავალშიც გაგრძელდება და ეტაპობრივად მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აღნიშნული კატეგორიის მქონე ყველა ოჯახს მოიცავს.

მსგავსი პოსტები